Monday, July 14, 2008

Another Sunday.



ერთი ზარი და ძვირფასი ძილის 2 საათის დაკარგვა.

ოდესმე დაურეკავს დილით მამაშენს და უთქვამს, ტელევიზორი ჩართე, ვინი პუხი გადისო?
მართლაც ფრიად საინტერესო ადამიანია მამაჩემი))
ალბათ არავის წარმოუდგენია, რომ ზოგჯერ ასეთი ბავშური შეუძლია იყოს)
თან ვერც ვეტყვი 4 საათი მეძინა და რა დროს ვინი პუხიაო, იმის მიუხედავად, რომ ვიცი ისეთი ხმაურია და ისე ცხელა, რომ აღარ დამეძინება და მთელი დღე შეკრებაზე დაშტერებული უნდა ვიყო.
ამ ბოლო დროს ისე ჩამოცხა გარეთ აღარ გაისვლება. თუმცა აღარ აქვს მნიშვნელობა გარეთ ხარ თუ არა, ისე ცხელა, დილას, შუადღესა და საღამოს შორის არავითარი განსხვავება აღარაა.
ზიხარ მთელი დღე დაქლიავებული სახლში და ცდილობ ინტერნეტი დაიჭირო.
ამასობაში ბებიაშენი ჩაათავებს ერთ, ორ, სამ სერიალს და დედა მთვარესა და მარინას შორის გაახსენდება რომ აქამდე ყველამ სამჯერ ჭამა, შენ კი ჩაის მეტი არაფერი დაგილევია. oO რეკლამაზე მიდის მშიერიმოკვდებიბაზარი და ჰოი საოცრებავ, მარინას დაწყება გიხსნის.
ვიცმევ და ადრე მივდივარ. 2 საათი უინტერნეტოდ სახლში ჯდომას ხომარ ეხუმრები?!
დღეს ჯეოროკპატრიოტიქსთრიმალკრიტიკსოსაიეთის მესამე შეხვედრაა. ეს გასაიდუმლოებული ორგანიზაციაა, მართალია ჯერ სახელი ვერ მოვიფიქრეთ მთლად კარგად, მაგრამ ეგ არაფერი, ეგეც მოესწრება. მთავარია რომ ზაფხულის ცხელ დღეებს მარტო სახლში დებით არ ვატარებ და გარეთაც გავიდვარ, თუნდაც ორ კვირაში ერთხელ.
გავდივართ სადმე ბუნებაში (ძირითადად არახალხმრავალ) მიგვაქვს სასმელი, ფისტიაშკები () ვიღებთ ფოტოებს და დიდი სიამოვნებით ვჭორავთ ჯეოროკს ანუ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეიძლება ჯეოროკზე მყოფმა სნობმა ადამიანებმა გააკეთონ))
ამჯერად destination კუსტბაა. არახალხმრავალზე რა გითხრათ, მაგრამ ოდეზღაც ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი იყო თბილისში.
ბოლოს სადღაც 4 წლის წინ ვიყავი და უფრო fun არის, როდესაც მეგობრებთან ერთად მიდიხარ ამდენი ხნის შემდეგ.
ყოველი შეხვედრა რაღაცითაა განსხვავებული და დასამახსოვრებელი. მაგალითად დარწმუნებული ვარ რომ რამოდენიმე წლის შემდეგ გამახსენდება "ხიდიდან გადასაგდები ხარ" "ვალი რამდენი მაქვს" "მთავარია ტატუ ჩანს""ოხ რა ხარ, რა ხარ" "ფუტურისტულია" "ოხერი ხარ და ვინც შენ არ გიცნობს" და სხვა ჩვენი დამახასიათებელი ფრაზები))
კუსტბაზე წყალშიფეხისგასველების, არგონავტული მოგზაურობის, მახრას გაცნობის და გიოს სისხლისდაღვრის შემდეგ ჩამოვდივართ უკან ვაკის პარკის შესასვლელთან და DA-ს ხალხს ველოდებით.
როგორც მოსალოდნელი იყო 25-დან სადღაც 12 კაცი მოვიდა, მაგრამ არ ვღელავთ ეს საქართველოა და ვიცით, რომ კარგა ხანი ევროკავშირში ვერ შევალთ.
ახალი ხალხი, კრახი სტესილი, ლუდისსმა vol. 3, და დაღამების შემდეგ სახლიასკენ ჰერი ჰერი.
მორიგი დამღლელი დღეც დასრულდა, მაგრამ this time moby was wrong: Sunday wasn't a bad day, yesterday)

1 comment:

nick_el_son said...

ლოოოლ

:gigi: