Monday, July 21, 2008

ჯეო ოხრები, შეკრება N 5.

მოკლედესკვირები შეკრების დღეა რა.
ოღონდ რისი შეკრების?
ჯეოროკის?
ნწ
(იხ. წინა პოსტის 4 აბზაცის პირველი ხაზი.)
ეს დღე ასევთქვათ GFების გაცნობისდღე იყო.
ია გვაკლდა, სეტქემბრამდე წავიდა.
ზატო newbie ხალხიც იყო)
შეკრების დრო 4 ზე იყო, მაგრამ სანდრო 6ის ნახევარზე მოვიდა. (რაცშემდგომ ათილარით გამოისყიდა)
ამასობაში გიომ, დადას ვენერადან გამოგზავნილი რობერტას საჩუქარი გადმოსცა. (იხ ფოტო)


სანდროს მოსვლის შემდეგ გავეშურეთ მარკტისაკენ, სადაც 8 კაცმა მეყასბეს რიგრიგობით ვკითხეთ ხორცს მარილი ქონდა თუ არა და ბედზე გადავურჩით დანის ჩარტყმას :ფჰიუ:
ტრადიციულად ხორცს, ლუდი და ფისტიაშკებიც (:დრუგ:) მიყვა, და ჰოი საოცრებავ, კანატკის ფული FაFუ))
ამასობაში აღმოჩნდა რომ დადა Fულს ტეხავდა და 5 ლარი აეხა, მაგრამ ნუ ღელავთ ბოლოს გაირკვა რომ კიდევ ქონდა ცოტაოდენი გადანახული, სხვათაშორის ტაქსი გააძვირეს, ასე რომ არც თუ ისე ცოტაოდენი)))
მერე როგორღაცჭკვიანურად გავნაწილდით და მე, რომელსაც სიმაღლის არ მეშინოდა ტაქსით წავედი, ის უბედრი კიდე კანატკით აუშვეს :ფხხ:
თავიდანშეკრებილებმა კუსტბაზე ფიჭვნარებში ადგილი მოვნახეთ და ბიჭები ცეცხლის დანთებას შეუდგნენ.

ისიყო 1 ბოთლი დაიცალა, ცეცხლი დაინთო და ნიკელსონამ ორი შამფური ააცვა, რო 'არაგვი' მოგვადგა.
აქ კი სანდროს ციტატას მოვიშველიებ:

ტიგრა: ჩემი ზმა აქ ცეცხლის დანთება არ შეიზლება
ნიკელსონა: არ ჩმეი ზმა ამლე ჩავაქრობთ
ტიგრა: არ ეხლა იიც საიდან შემატყობინეს შმეიზმა? უნდა ჩააქროთ ჩემი ზმა
ნიკელსონა: არა ჩემი ზმა პატრა ცეცხლი გვაქვს, სამფურებს შევწვავთ და
ტიგრა: კაი ამIშნ პაჟარი არ დამინთოთ ზმებო
ნიკელსონა: არა ჩემი ძმა
ტიგრა: კაი მაინც დავრეკავ ეხლა ჩემი ზმა, "ციყვი, ციყვი, ტიგრა ვარ, მწვადს არა, შამფურს წვავენ აქ და იყოს © Sani
ნიკელსონა: ამლე შევწვავთ
ტიგრა: კაი კაი კაციი რო შეწვავთ წყალი დაასხით აპჟარი არ დამინთოთ აქ არ მარბენინოთ :ხელებისქნევა:


და წავიდა.
მწვადის შეწვის შემდეგ კი წამდაუწუმ გვესმოდა აქუს ძმის შეძახილები: "4 ნომერი ამმფგვდუჯფჰბვკჯ..."
.
მალე იმეჯინის ფონზე დავტოვეთ "კუსტლოხნესი", დაგვიღამდა და დავიშალეთ.
დღეს მეორე კინო/ანიმაციის მოდერიც წავიდა ქალაქიდან.
ზატო როგორც იქნა ჩვენი სახელის მოფიქრებაში დაგვეხმარა: "ჯეო ოხრები".
[დამფუძნებლები: დადა, სანდრო, ია, ბიო და სანი.]
შეკრება N 6 თუ ბი დაიდება.

Monday, July 14, 2008

Another Sunday.



ერთი ზარი და ძვირფასი ძილის 2 საათის დაკარგვა.

ოდესმე დაურეკავს დილით მამაშენს და უთქვამს, ტელევიზორი ჩართე, ვინი პუხი გადისო?
მართლაც ფრიად საინტერესო ადამიანია მამაჩემი))
ალბათ არავის წარმოუდგენია, რომ ზოგჯერ ასეთი ბავშური შეუძლია იყოს)
თან ვერც ვეტყვი 4 საათი მეძინა და რა დროს ვინი პუხიაო, იმის მიუხედავად, რომ ვიცი ისეთი ხმაურია და ისე ცხელა, რომ აღარ დამეძინება და მთელი დღე შეკრებაზე დაშტერებული უნდა ვიყო.
ამ ბოლო დროს ისე ჩამოცხა გარეთ აღარ გაისვლება. თუმცა აღარ აქვს მნიშვნელობა გარეთ ხარ თუ არა, ისე ცხელა, დილას, შუადღესა და საღამოს შორის არავითარი განსხვავება აღარაა.
ზიხარ მთელი დღე დაქლიავებული სახლში და ცდილობ ინტერნეტი დაიჭირო.
ამასობაში ბებიაშენი ჩაათავებს ერთ, ორ, სამ სერიალს და დედა მთვარესა და მარინას შორის გაახსენდება რომ აქამდე ყველამ სამჯერ ჭამა, შენ კი ჩაის მეტი არაფერი დაგილევია. oO რეკლამაზე მიდის მშიერიმოკვდებიბაზარი და ჰოი საოცრებავ, მარინას დაწყება გიხსნის.
ვიცმევ და ადრე მივდივარ. 2 საათი უინტერნეტოდ სახლში ჯდომას ხომარ ეხუმრები?!
დღეს ჯეოროკპატრიოტიქსთრიმალკრიტიკსოსაიეთის მესამე შეხვედრაა. ეს გასაიდუმლოებული ორგანიზაციაა, მართალია ჯერ სახელი ვერ მოვიფიქრეთ მთლად კარგად, მაგრამ ეგ არაფერი, ეგეც მოესწრება. მთავარია რომ ზაფხულის ცხელ დღეებს მარტო სახლში დებით არ ვატარებ და გარეთაც გავიდვარ, თუნდაც ორ კვირაში ერთხელ.
გავდივართ სადმე ბუნებაში (ძირითადად არახალხმრავალ) მიგვაქვს სასმელი, ფისტიაშკები () ვიღებთ ფოტოებს და დიდი სიამოვნებით ვჭორავთ ჯეოროკს ანუ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეიძლება ჯეოროკზე მყოფმა სნობმა ადამიანებმა გააკეთონ))
ამჯერად destination კუსტბაა. არახალხმრავალზე რა გითხრათ, მაგრამ ოდეზღაც ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი იყო თბილისში.
ბოლოს სადღაც 4 წლის წინ ვიყავი და უფრო fun არის, როდესაც მეგობრებთან ერთად მიდიხარ ამდენი ხნის შემდეგ.
ყოველი შეხვედრა რაღაცითაა განსხვავებული და დასამახსოვრებელი. მაგალითად დარწმუნებული ვარ რომ რამოდენიმე წლის შემდეგ გამახსენდება "ხიდიდან გადასაგდები ხარ" "ვალი რამდენი მაქვს" "მთავარია ტატუ ჩანს""ოხ რა ხარ, რა ხარ" "ფუტურისტულია" "ოხერი ხარ და ვინც შენ არ გიცნობს" და სხვა ჩვენი დამახასიათებელი ფრაზები))
კუსტბაზე წყალშიფეხისგასველების, არგონავტული მოგზაურობის, მახრას გაცნობის და გიოს სისხლისდაღვრის შემდეგ ჩამოვდივართ უკან ვაკის პარკის შესასვლელთან და DA-ს ხალხს ველოდებით.
როგორც მოსალოდნელი იყო 25-დან სადღაც 12 კაცი მოვიდა, მაგრამ არ ვღელავთ ეს საქართველოა და ვიცით, რომ კარგა ხანი ევროკავშირში ვერ შევალთ.
ახალი ხალხი, კრახი სტესილი, ლუდისსმა vol. 3, და დაღამების შემდეგ სახლიასკენ ჰერი ჰერი.
მორიგი დამღლელი დღეც დასრულდა, მაგრამ this time moby was wrong: Sunday wasn't a bad day, yesterday)